ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა რომ მისი კლუბი დაინტერესბულია მილანის თავდამსხმელით - მარკო ბორიელოთი, თუმცა ისიც აღნიშნა რომ ზაფხულამდე რაიმე ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია. დონადონი ნეაპოლური კლუბის მწვრთნელად ორი კვირაა დაინიშნა და მან უკვე დაიწყო სიის შედგენა და ამ სიაში უკვე მოხვდა შავ-წითელთა თავდამსხმელი. მიუხედავად იმისა, რომ ბორიელო ამჟამად ტრავმირებულია დიდი შანსია ზაფხულში მან დატოვოს კლუბი. მილანში მას ერთგვარი უიღბლობა დასდევს. ხან ტრავმა, ხან სათადარიგოზე ყოფნა. ალბათ გახსოვთ როცა ერთი წლის წინ ის ჯენოაში თამაშობდა სერია ა-ში ბომბარდირთა სამეულში შევიდა 19 გატანილი გოლით. წელს კი მილანის მაისურით სულ რაღაც ორი გოლი გაიტანა და ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.
ნანახია: 1097 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |