როგორც ჩანს "სან სიროზე" მარტო საფეხბურთო მატჩები არ იმართება. ამავე წლის ნოემბერში "იტალიისა" და "ახალი ზელანდიის" მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში სწორედ "სან სიროზე" შეერკინებიან. აქამდე "სან სიროზე" სარაგბო მატჩი მხოლოდ ერთხელ 1988 წელს გაიმართა (იტალია-რუმინეთი.) "სან სირო" 1925 წელს აშენდა, 1926 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა. 1989 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. "სან სიროს" სტადიონი საფეხბურთო კლუბ "მილანისა" და "ინტერის" საშინაო არენად ითვლება.
ნანახია: 1009 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |