მილანი ინტერს ჯენოელი ფორვარდის გაბრიელ მილიტოსათვის უპირისპირდება, იტყობინება Sportmediaset-ი. გამოცემის ინფორმაციით "როსონერი" არაა წინააღმდეგი არგენტინელი არენდით აიყვანოს და გენუურ კლუბს სამაგიეროდ მარკო ბორიელოს სთავაზობს, მაგრამ ჯენოას პრეზიდენტ ერიკო პრეციოზს სამხრეთამერიკელის 27 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.