ალბათ უკვე იცით, რომ მილანი ახლოსაა შეიძინოს სევილიიდან ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანო და რეალიდან კი ჰოლანდიელი კლაას იან ჰინტელაარი (ჯერ არაფერი გადაწყვეტილი). თუმცა თუ ორივე ტრანსფერი შედგა, მაშინ დიდი შანსია რომ მარკო ბორიელომ კლუბი დატოვოს. აღსანიშნავია, რომ მას მთხოვნელები არ აკლია, მისი შეძენის პირველი პრეტენდენტი კი ნაპოლია. თუ ამ ორი ტრანსფერიდან ერთ-ერთი მაინც განხორციელდა, მაშინ ბორიელო დარჩება, თუმცა თუ ორივე ზემოთაღნიშნული ფეხბურთელი გადმოვიდა, მაშინ მარკო მილანიდან წასვლას აპირებს.
|