კაკა რეალ მადრიდში გადავიდა, პირლო შეიძლება ჩელსიში გადავიდეს, მაგრამ არის ერთი მოთამაშე კიდე ალეშანდრო პატო, მიუხედავათ სხვა გუნდების დაინტერესებისა ის მილანის ერთგულათ რჩება.
25 აგვისტოს სანტიაგო ბერნაბეოს თასისთვის პრესტიჟულ დაპირისპირებაში მილანი დაეჯახება კაკათი და კრისტიანო რონალდოთი გაძლიერებულ მადრიდის რეალს. კაკას რეალში გადასვლის შეთანხმება შეიცავდა პუნქტს, რომლის საფუძველზეც მილანს უფლება მიეცა ამ თასისთვის ბრძოლაში.
სხვა და სხვა ვარიანტები გავრცელდა ანდრეა პირლოს და მარკო ბორიელოს როსონერიდან წასვლის შესახებ. მაგალითად პირლოს გადასვლა “ჩელსიში” აქტუალური თემა გახლავთ და სილვიო ბერლუსკონიმაც განაცხადა, რომ ანდრეას თუ წასვლა უნდა ხელს არ შეუშლიდნენ და ბორიელოს საკითხი კი შემდეგ ჭრილში განიხილებოდა, რომ მარკო იმ შეთავაზების ნაწილი იქნებოდა რომელსაც იტალიელები გერმანულ მხარეს ედინ ძეკოში შესთავაზებდნენ. მოკლედ ამ ორი ფეხბურთელის საქმე ასეთ ჭრილში განიხილებოდა, მაგრამ მათმა საერთო პირადმა აგენტმა შემდეგი განაცხადა Sky Sport 24-თან საუბარში, ტულიო ტინტი: “პირლოს აქვს კონტრაქტი “მილანთან”
... კითხვის გაგრძელება »
ბრძოლა მილანსა და ტორინოს შორის გრძელდება. საქმე კი იმაშია, რომ იგნასიო აბატე ტორინოში თამაშობს, თუმცა მილანის საკუთრებაა. ტორინო მზადაა ფეხბურთელი გამოისყიდოს, თუმცა როგორც ჩანს მილანს ფეხბურთელის გაშვება არ სურს. თუმცა თავად ფეხბურთელს იქ სურს თამაში სადაც მუდმივად ძირითადში იქნება, ხოლო იმის გარანტია რომ მილანში ის ხშირად ითამაშებს, ძალზედ მცირეა. რადგან მილანში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. “მე იმ კლუბში გადავალ, სადაც მე მექნება გარანტირებული რომ ძირითადში ვითამაშებ.” - განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა.
"სან პაულოს" გენერალურმა მენეჯერმა ჟოზეს ლოპესმა განაცადა, რომ თუ რომელიმე გუნდს უნდა "სან პაულოს" ნახევარმცველი ანდრეს ერნანესი მასში უნდა გადაიხადოს 40 მილიონი ევრო:"ერნანესი კლუბს დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველი მასში 40 მილიონ ევროს გადაიდის. შეგახსნებთ, რომ ახალგაზრდა ხავბეკით "მილანია" დაინტერესებული.
იტალიის ნაკრების და "რომას" ნახევარმცველმა დე როსიმ, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაუტანა აშშ-ს განაცხადა, რომ მას მოსწონს თამაში "მილანის" ნახევარმცველთან ანდრეა პირლოსთან. "არ ვამბობ, რომ ჩვენ პირველ ტაიმში ვითამაშეთ საშინლად, უბრალოდ მეორე ტაიმში ბევრად უკეთესად ვითამაშეთ."-დე როსის სიტყვებს ავრცელებს Rai. "როცა მე ვთამაშობ ანდრეა პირლოს გვერდით, ვიღებ სიამოვნებას." დე როსი FIFA-მ დაასახელა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
მილანის ფეხბურთელმა და უკვე ვარსკვლავმა გააკეთა კომენტარი კონფედარაციის მატჩის დამთავრების შემდეგ, სადაც ბრაზილიელებმა 4:3 მოუგეს ეგვიპტის ნაკრებს, იმის შესახებ, რომ მას უნდა მილანთან ერთად მოგება ყველანაირი თასის. პატო:”მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ვრჩები მილანში. მინდა მოვიგო ყველა ჩემპიონატი და ასევე თასი იტალიურ კლუბთან. მე არ ვნერვიულობ, რადგან მაქვს კონტრაქტი მილანთან და ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ”.ამ სიტყვებით ბრაზილიელმა კიდევ მიახვედრა საზოგადოება, რო
... კითხვის გაგრძელება »