რამოდენიმე წუთის წინ დუბაიში იტალიური მილანი და გერმანული ჰამბურგი ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს და შედეგიც ამხანაგური დასრულდა. პირველ ტაიმში აშკარად იგრძნობოდა გერმანელების უპირატესობა, თუმცა დიდა აშკარადა კარგად თამაშობდა. მხოლოდ 45 წუთი ითამაშა მილანის ახალმა შენაძენმა იგნლისელმა დევიდ ბექჰემმა. მეორე ტაიმში კი კარლიტომ თითქმის მთელი შემადგენლობა გამოცვალა. 62 წუთზე ამბროზინის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი რონალდინიომ გოლად გარდასახა, თუმცა ხუთ წუთში ბენჟამინმა გაათანაბრა და როგორც აღმოჩნდა ეს გოლი იყო ბოლო ამ მატჩში. ეს არის დუბაის თასი. ასე რომ ფრის შემდეგ დაინიშნა თერთმეტმეტრიანები, რომელშიც ანგარიშით 5:4 მოიგო მილანმა.
მილანის ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა და დევიდ ბექჰემმა დუბაიში პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს: ზეედორფი "მე ყოველთვის ვარ მზად სათამაშოდ, მზად ვარ ვითამაშო რომასთან, მაგრამ მხოლოდ მწვრთნელი გადაწყვეტს შევძლებ თუ არა გუნდის დახმარებას." საუბრობს ბექჰემი :"ყოველ შემთხვევაში იყო მილანში და ივარჯიშო დიდებულ ფეხბურთელებთან, იმუშაო საუკეთესო სამწვრთნელო შტაბში, დიდი სიამოვნებაა. მე ვფიქრობ მე გამიმართლა. ამ ბოლო დღეებში ვარჯიში ცოტა ძნელია, მაგრამ მე მომწონს მუშაობა ბოლომდე. მე მინდა ვითამაშო კარგად, " აი როგორ ალაპარაკდა ზეედორფი ბექჰემზე: "ეს რაღაც საშინელებაა, მისი ატანა არ შეიძლება, მას არ შეუძლია ივარჯიშოს გუნდთან ერთად და ქმნის პრობლემებს ყოველ დღე." ამის შემდეგ ჰოლანდიელმა გაიღიმა და განაგრძო: "სინამდვილეში, დევიდი ფანტასტიურია. ნამდვილი პროფესიონალი, ადამიანი რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. რათქმაუნდა ჩვენ შესანიშნავი კოლექტივი გვყავს რომლებიც ახლებს იღებენ და ისე ექცევიან რომ მან იგრძნოს თავი სახლში. მაგრამ ბექჰემი
... კითხვის გაგრძელება »