მილანი მზადაა გაყიდოს კაკა სატრანსფერო თანხის გამო, იტყობინება ”Sky Sports News.” ეხლა ყველაფერი ბრაზილიელ ვარსკვლავზეა დამოკიდებული, ის თუ წასვლას გადაწყვეტს ტრანსფერი შედგება. მანჩესტერ სიტი ფლობელები კარგა ხანია დაინტერესებას გამოთქვამენ კაკას მიმართ და მზად არიან ნებისმიერი თანხა გაიღონ მის სანაცვლოდ. La Gazzetta dello Sport ამ სპეკულაციას უფრო ამძაფრებს და იძახის რომ საუბარია €100 მილიონზე რის სანაცვლოდა როსონერი მზადაა გაუშვას სიტიში თავის სუპერ ვარსკვლავი. ქალაქელების ბოსმა მარკ ჰუგესმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა: ”უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი ჩვენ ინტერესის (კაკას) შესახებ. ამ კვირის დასაწყისში ჩვენი აგენტები გაემგზავრენ მილნაში რათა გაარკვიონ შექმნილი სიტუაცია. მე მიყვარს კარგი ფეხბურთელები და ეს ტრანსფერი თუ შედგება საწინააღმდეგო არა
... კითხვის გაგრძელება »
ბევრი საინფორმაციო წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ როსონერი დაინტერესებულია კოლუელი ფეხბურთელით ჯონ კენედი ურტადოთი.
მილანი 25 წლის ფეხბურთელით სურს შეცვალოს ტრავმირებული ფეხბურთელები. ანჩელოტის მოსწონს ეს ფეხბურთელი. სან სიროს იანვარში დაიმატება კიდევ ერთი ახალწვეული.
ედი მინეზი, რომლიც ითვლება მილანის წარმომადგენლად ამერიკაში, ასევე დადებითად დაახასიათა ფეხბურთელი.
მილანის ნახევარმცველს ჯენარო გატუზოს ტრავმების გამო მოიწია თითქმის მთელი სეზონის გამოტოვება, მან კომენტარი გააკეთა, სადაც საუბრობს, თავის სურვილებზე:
"ინტერის გასწრება რთული იქნება, თუ გავაგრძელებთ ისე თამაშს, როგორც სეზონის პირველი ნახევარი ვითამაშეთ. ინტერი ძლიერი გუნდია, რომელიც 3 სეზონია ძალიან რთულად კარგავს ქულებს, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებს ხშირად იცვლიან. ისინი შესანიშნავად არიან ფიზიკურად მომზადებული, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ დერბის მოგება. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ინტერს გავუსწროთ და მოვიპოვოთ სკუდეტო". დაამთავრა გატუზომ.
მილანმა გააგრძელა თავისი ტური დუბაიში, იმის გამო, რომ ცუდი ამინდია იტალიაში. ოთხშაბათს დილით, გუნდი უნდა ჩამოფრენილიყო მილანში, მაგრამ ხემძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მილანი ვარჯიშს გააგრძელებს რომში პარასკევს, სადაც იგი გამართავს 18 ტურის მატჩს ადგილობრივ რომასთან. როგორც იყობინება Corriere Dello Sport, მილანში ჩამოსვლის გადადების მიზეზი გახდა ცუდი ამინდები მილანელოში, რის გამოც მეორე მილანური კლუბი ინტერი იძულებული იქნა უარი ეთქვა ვარჯიშებზე.
რამოდენიმე წუთის წინ დუბაიში იტალიური მილანი და გერმანული ჰამბურგი ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს და შედეგიც ამხანაგური დასრულდა. პირველ ტაიმში აშკარად იგრძნობოდა გერმანელების უპირატესობა, თუმცა დიდა აშკარადა კარგად თამაშობდა. მხოლოდ 45 წუთი ითამაშა მილანის ახალმა შენაძენმა იგნლისელმა დევიდ ბექჰემმა. მეორე ტაიმში კი კარლიტომ თითქმის მთელი შემადგენლობა გამოცვალა. 62 წუთზე ამბროზინის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი რონალდინიომ გოლად გარდასახა, თუმცა ხუთ წუთში ბენჟამინმა გაათანაბრა და როგორც აღმოჩნდა ეს გოლი იყო ბოლო ამ მატჩში. ეს არის დუბაის თასი. ასე რომ ფრის შემდეგ დაინიშნა თერთმეტმეტრიანები, რომელშიც ანგარიშით 5:4 მოიგო მილანმა.
მილანის ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა და დევიდ ბექჰემმა დუბაიში პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს: ზეედორფი "მე ყოველთვის ვარ მზად სათამაშოდ, მზად ვარ ვითამაშო რომასთან, მაგრამ მხოლოდ მწვრთნელი გადაწყვეტს შევძლებ თუ არა გუნდის დახმარებას." საუბრობს ბექჰემი :"ყოველ შემთხვევაში იყო მილანში და ივარჯიშო დიდებულ ფეხბურთელებთან, იმუშაო საუკეთესო სამწვრთნელო შტაბში, დიდი სიამოვნებაა. მე ვფიქრობ მე გამიმართლა. ამ ბოლო დღეებში ვარჯიში ცოტა ძნელია, მაგრამ მე მომწონს მუშაობა ბოლომდე. მე მინდა ვითამაშო კარგად, " აი როგორ ალაპარაკდა ზეედორფი ბექჰემზე: "ეს რაღაც საშინელებაა, მისი ატანა არ შეიძლება, მას არ შეუძლია ივარჯიშოს გუნდთან ერთად და ქმნის პრობლემებს ყოველ დღე." ამის შემდეგ ჰოლანდიელმა გაიღიმა და განაგრძო: "სინამდვილეში, დევიდი ფანტასტიურია. ნამდვილი პროფესიონალი, ადამიანი რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. რათქმაუნდა ჩვენ შესანიშნავი კოლექტივი გვყავს რომლებიც ახლებს იღებენ და ისე ექცევიან რომ მან იგრძნოს თავი სახლში. მაგრამ ბექჰემი
... კითხვის გაგრძელება »