მილანისა და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ კლუბის მიზანს წარმოადგენს ნაანტრი სკუდეტოს აღება. "ჩვენი მიზანია სკუდეტოს და უეფას თასის მოგება. პერსონალურად, ჩემი მიზანია მილანის მაისურით 100 გოლის გატანა და იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე პარიზში (2007 წელს კაკამ პარიზში აიღო "ოქროს ბურთი" (იხ. სურათი)). მაგრამ ეს მხოლოდ გამარჯვებების შედეგად იქნება. ვიმედოვნებ რომ 2009 წელი იქნება გამარჯვებებით აღსავსე, როგორც ჩემთვის ასევე გუნდისთვის" - განაცხადა რიკარდო კაკამ.
6 იანვარს დუბაიში მილანი ამხანაგურ მატჩს გამართავს ჰამბურგის წინააღმდეგ. მარტინ ოილის შეგირდებს, რომლებიც ბუნდესლიგაში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და არც უეფას თასზე მოიკოჭლებენ, შიდა ჩემპიონატში იმყოფებიან მეოთხე ადგილზე 33 ქულით ჰერტასთან ერთად, რომელთაც ასევე 33 ქულა აქვთ დაგროვილი და ორი ქულით ჩამორჩებიან პირველ-მეორე ადგილზე მყოფ ჰოფენჰაიმს და მიუნხენის ბაიერნს. უეფას თასზე ჰამბურგმა შეძლო F-ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სადაც ასევე იმყოფებოდნენ აიაქსი და ასტონ ვილა. უეფას თასის მერვედფინალში გერმანელები დაუპირისპირდებიან ჰოლანდიურ "ნეკ ნეიმეგენს". უკვე გადაწყდა, რომ ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი ჰამბურგს ივლისში დატოვებს და შეუერთდება მიუნხენის ბაიერნს, რომელთანაც სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
მილანის მთავარმა დირექტორმა მერსემანმა განაცხადა რომ დევიდ ბექჰემს კიდევს 5-6 წელი შეუძლია თამაში. "დევიდი თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს 15-20 დღეში. ტესტებმა უკვე დაამტკიცა რომ ის კარგ ფორმაშია. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს. ეს მას საშუალებას მისცემს ითამაშოს ისევე როგორც მალდინიმ და კოსტაკურტამ, ანუ კიდევ 5-6 წელი" - განაცხადა მილანის მთავარმა დირექტორმა.
მილანის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ დაადასტურა მილანის ახლადშეძენილი ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მონდომება, რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში. "ბექჰემი დიდი ფეხბურთელია, ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ის მოედანს მიღმა. ჩვენთან მოვიდა ფეხბურთელი რომელსაც 2 თვენახევარია არ უვარჯიშია. მაგრამ მე მის საუბარში შევნიშნე დიდი მონდომება დაუბრუნდეს სამუშაოს, სურს ფორმა აღიდგინოს რაც შეიძლება მალე" - განაცხადა მალდინიმ.
პრემიერ ლიგის გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი ლივერპული მზად არის გაუშვას იტალიელი ანდრეა დოსენა. როგორც იუწყება The Daily Mirror-ი ლივერპულმა გზა გაუხსნა მილანს, რომელიც დაინტერესებულია ამ ფეხბურთელით. როსონერის ხემძღვანელები მზად არიან გადაიფორმონ 27 წლის იტალიელი მცველი უკვე ამ თვეში. დოსენა, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში - ლივერპულში ზაფხულში გადავიდა უდინეზედან ვერადა ვერ შეძლო თავისი ძალების გამოვლენა.
როგორც უკვე გალიანიმ განაცხადა მილანი იანვარში იყიდის მარცხენა მცველს. ადრიანო გალიანის უკვე ყავს კანდიდატურები ესენი არიან: 26 წლის მანუელ პასკუალი ფიორენტინადან, 27 წლის ანდრეა დოსენა ლივერპულიდან და 31 წლის ფაბიო გროსო ლიონიდან.
2006/07 წლების სეზონში "ენცო ბარბერას" მოედანზე გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა. მილანს ჩინებული შანსი ქონდა გოლის გატანის მერვე წუთზე, მაგრამ კაკამ ჯილარდინოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ეს შეხდედრა მილანსა და სელტიკს შორის ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი მერვედფინალს შორის გაიმართა. 2005/06 წლების სეზ
... კითხვის გაგრძელება »
იცით, რომ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას გადაწყვეტილება( 2010 წლიდან) ლეგიონერების ლიმიტთან დაკავშირებით. თითოეულ კლუბს ,მინიმუმ, ექვსი საკუთარი ქვეყნის ფეხბურთელი უნდა ყავდეს მოედანზე. ასევე მიდის მუშაობა, რომ გამკაცრდეს ტრანსფერები და გრანდებს ყველასი და ყველაფრის ყიდვა აღარ უნდა შეეძლოთ ძალიან მარტივათ. ეს ყველაფერი კი იქითკენ არის მიმართული, რომ კლუბებმა საკუთარ აკადემიებზე მეტი დრო და სახსრები დახარჯონ. ამ ყველაფერს მილანმაც შეუწყო ფეხი და ახლალი აკადემია
... კითხვის გაგრძელება »
ჩვენს საიტზე სიახლეა!დღეიდან www.milan.ucoz.de -ზე თქვენ შეძლებთ პირდაპირ ეთერში ადევნოთ ფეხბურთის თამაშებს.მე შევარჩევ თამაშებს ისეთი გრანდების მონაწილეობით,როგორებიცაა მილანი,იუვენტუსი,ინტერი,რეალი,ბარსელონა,ვალენსია,ჩელსი,მანჩესტერი და ა.შ.ისეთ დროს,როცა რამდენიმე კარგი თამაში იქნება ერთი და იგივე დროს,მაშინ მე გამოკითხვაში დავწერ და რომელიც მეტ ხმას მიიღებს ის თამაში გავა პირდაპირ ეთერში.კომენტარებში დაწერეთ რომელი თამაშები გინდათ.